ორგანიზაცია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორგანიზაცია – (ფსიქოლოგია) (ფსიქოლოგიური ასპექტი) ინდივიდებისა და ჯგუფების დიფერენცირებული და ურთიერთმოწესრიგებული გაერთიანება, რომელიც მოქმედებს საერთო მიზნების, ინტერესებისა და პროგრამების საფუძველზე. განასხვავებენ ფორმალურ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციულ – იურიდიული სტატუსი და რომელიც პიროვნებას აყალიბებს გაუპიროვნებელი, ფუნქციური კავშირებისა და ქცევის ნორმების მიხედვით; და არაფორმალური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ერთობას, შეკავშირებულს პირადი არჩევანითა და უშუალო არათანამდებობრივი კონტაქტებით. ფორმალურ ორგანიზაციაში შესაძლებელია წარმოიქმნას სოციალურ – ფსიქოლოგიური ფენომენი, განპირობებული ისეთი ურთიერთობებით, როგორიცაა: ინდივიდი – თანამდებობა, კოლექტივი – ქვეგანყოფილება, ლიდერობა – ხელმძღვანელობა და ა. შ. ამ ურთიერთობათა წინააღმდეგობა ვლინდება ორგანიზაციის განვითარებაში, მართვისა და შესრულების ფუნქციების დინამიკაში. ამასთან ორგანიზაციის მართვის მთავარი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ორგანიზაციის ყველა წევრის ინტერესების გაერთიანება და წარმართვა მათი მიზნების რეალიზაციისაკენ. ინდივიდთა ინტერესების თანხვედრა – განსხვავების ხარისხი, მათი თანამდებობრივი ფუნქციებით, ორგანიზაციის სტრუქტურასა და პროგრამასთან, გავლენას ახდენს მისი მოქმედების ეფექტურობაზე.2.  სოციალური ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია ურთიერთდაკავშირებული სპეციფიური მიზნების მიღწევაზე და მაღალფორმალიზებული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. (სოც. და მარკ.კვლ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook