ორმონდის დაავადება

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორმონდის დაავადება – (J. K. Ormond; ამერიკ. უროლოგი; სინ.: რეტროპერიტონული ფიბროზი) მეზენქიმოპათიის – არასპეციფიკური ფიბროსკლეროზული პროცესის თავისებური სახე, რომელიც ვითარდება უჯრედისის შემაერთებელქსოვილოვან სივრცეებში. ორმონდის დაავადების დროს ხდება შარდსაწვეთის თანდათანობითი გაჭყლეტა და მისი გადანაცვლება ხერხემლისაკენ, რაც იწვევს ჰიდრონეფროზულ ტრანსფორმაციას. ზეწოლა ქვედა ღრუ ვენაზე, მუცლის აორტაზე და მის მსხვილ სისხლძარღვებზე, ასევე ლიმფურ ძარღვებზე და კვანძებზე იწვევს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის მოშლას. ავადმყოფთა უმრავლესობაში სჭარბობს საშარდე სისტემის და ნაწლავის ტრაქტის დაზიანების სიმპტომები: თირკმლის პერიოდული კოლიკა, ჰემატურია, ტკივილი წელისა და მუცლის არეში, ნაწლავის ფუნქციის დარღვევები და სხვ. ჩვეულებრივ ორმონდის დაავადების დროს აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ავადმყოფთა ერთ ნაწილში ქრება შესაბამისი მკურნალობით. შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გართულებები, როგორიცაა სათესლის ინფარქტი, ჰიდროცელე, პრიაპრიზმი, სისხლის მიმოქცევის დარღვევები ქვედა კიდურებში და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook