ორქიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორქიტი – 1. (ქირურგ.) სათესლე ჯირკვლის ანთება. ვითარდება სათესლე ჯირკვლის დანამატიდან ანთების გადაცემის ან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს (ტიფი, პარატიფი, ტუბერკულოზი, პაროტიტი და სხ), ანთებითი კერებიდან ინფექციის მოხვედრის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი სათესლე ჯირკვლის მიდამოში, ტემპერატურის მომატება, ზოგადი მდგომარეობის და თვითშეგრძნების გაუარესება. სათესლე ჯირკვლის პალპაციისას – მისი გამკვრივება და მტკივნეულობა, სათესლე ჯირკვლის პარკის კანის ჰიპერემია.  სათესლე ჯირკვლის ანთება. ორქიტი პრაქტიკულად ყოველთვის წარმოადგენს რაიმე ინფექციურ – ანთებითი დაავადების გართულებას. იგი შეიძლება განვითარდეს ეპიდემიური პაროტიტის (ყბა – ყურა), გრიპის, ქუნთრუშას, ჩუტყვავილის, პნევმონიის, ბრუცელოზის, მუცლის ტიფის შემდეგ. მაგრამ უფრო ხშირად ორქიტი ვითარდება შარდსასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებებისას – ურეთრიტი, პროსტატიტი, ვეზიკულიტი, ეპიდიდიმიტი. ასევე ორქიტი შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლის ტრავმის შედეგადაც. თავისი მიმდინარეობით ორქიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ორქიტს, როგორც წესი, იწვევს მწვავე ანთებითი დაავადება, ხოლო ქრონიკულს – ქრონიკული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook