ოსტეობლასტები

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსტეობლასტები – (osteoblasti ბერძნ.osteon – ძვალი და blastos – ჩანასახი; სინ.ოსტეობლასტოციტი – osteoblastocytus) მცირედ დიფერენცირებული, მაღალი პროლიფერაციის უნარის ერთბირთვიანი ძვლის უჯრედები, რომლებიც დიფერენცირების პროცესში წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემებით, ოსეინი, რომლისაგანაც წარმოიქმნება ძვლის შუალედური ნივთიერების – ოსეინის ფიბრილები (იხ.ოსეინის ბოჭკოები), სინთეზდება ოსტეობლასტების ერგასტოპლაზმაში, შემდეგ კი ამოდის მათ ზედაპირზე, სადაც ბოჭკოვანი სტრუქტურები საბოლოოდ ჩამოყალიბდება. ეს უკანასკნელნი იჟღინთებიან და ერთმანეთს უერთდებიან ძირითადი ნივთიერებით, რომელშიც მიმდინარეობს სუბმიკროსკოპული კრისტალების სახის არაორგანული მარილების დალექვა. ოსტეობლასტები ვითარდება მეზენქიმიდან და მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის აგებაში ემბრიონული განვითარების პროცესში, აგრეთვე ფიზიოლოგიური და რეპარაციული რეგენარციის პირობებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook