პარაზიტული დერმატოზები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარაზიტული დერმატოზები – კანის დაზიანებათა ჯგუფი, რომლებიც განპირობებული არიან მასზე ცხოველ – პარაზიტების და პარაზიტული სოკოების პარაზიტობით. განასხვავებენ ცხოველ – პარაზიტთა ორ ჯგუფს: ექტოპარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ კანის ზედაპირზე, მაგ. ტილები, რწყილები, და კანქვეშა პარაზიტები, რომლებიც ინერგებიან კანქვეშ და იქ გაივლიან თავიანთი განვითარების ციკლს, მაგ. ზოგიერთი ჭიის, ბუზების ლავრები და სხვ. პარაზიტული დერმატოზები შესაძლებელია იყოს ზედაპირული, რომლებიც ხასიათდებიან პათოლოგიური პროცესის ეპიდერმისში ლოკალიზაციით და ღრმა, რომელიც მიმდინარეობს დერმის და ხშირად კანქვეშა უჯრედისის დაზიანებით, რაც აღინიშნება დემოდიკოზის, დრაკუნკულოზის, ლეიშმანიოზის, მიაზების, ფილარიატოზების, ცისტოცერკოზების და სხვ. დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook