პარატიფი A და B

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარატიფი A და B – მწვავე ინფექციური დაავადებები, რომელთა გამომწვევებია, შესაბამისად, A და B პარატიფის ბაქტერიები. დაავადებები ხასიათდებიან მუცლის ტიფთან ძალიან მსგავსი ეპიდემიოლოგიური თვისებებითა და კლინიკური სურათით. ინფექიის წყაროა დაავადებულები, გამოჯანმრთელებულები და ბაქტერიამტარებლები; დასნებოვნება ხდება, ორალური გზით, გამომწვევის ორგანიზმში მოხვედრის შედეგად. პარატიფი A მიმდინარეობის თავისებურებანი: უფრო მოკლე ინკუბაციური პერიოდი, დაავადების მწვავე დაწყება, არც თუ იშვიათად სურდოთი და ხველით, ტემპერატურის მომატება, რომელსაც თან სდევს შემცივნება და ჭარბი ოფლიანობა, გამონაყრის განვითარება ადრეულ პერიოდში, კანზე გამონაყარის სიჭარბე. შედარებით ზომიერი ინტოქსიკაცია, ხშირი რეციდივები. პარატიფი B ხასიათდება დაავადების მწვავედ დაწყებით, ღებინებით, კუჭის აშლილობით, უხვი გამონაყრით, შედარებით ხანმოკლე ცხელების პერიოდით. დიაგნოზი დაფუძნებულია ეპიდემიოლოგიურ მონაცემებზე, ანამნეზზე, კლინიკურ სურათზე. მისი დადასტურება ხდება ბაქტერიოლოგიური (სისხლის, განავლის, ნაღვლის, შარდის დათესვა) და სეროლოგიური გამოკვლევებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ისევე, როგორც მუცლის ტიფის შემთხვევაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook