პაროქსიზმული ტაქიკარდია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაროქსიზმული ტაქიკარდია – (ბერძ. Paroxysmos აგზნება) 1. გულის არითმიის ერთ – ერთი სახე. გულისცემის მკვეთრი აჩქარება 2. გულის შეკუმშვათა რიცხვის შეტევითი ხასიათის გახშირება, რომელიც განპირობებულია ექსტრასისტოლური აგზნების პათოლოგიური ცირკულაციით ან გულში ჰეტეროტროპული ავტომატიზმის კერის პათოლოგიურად მაღალი აქტივობით. გულის შეკუმშვები მკაცრად რიტმულია, სიხშირე მერყეობს 120 – დან 220 – მდე წუთში; ბავშვებში შესაძლოა მიაღწიოს 260 – ს 1 წუთში; შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წამიდან რამდენიმე დღემდეა, ზოგჯერ კვირამდე, ამასთან შეკუმშვების სიხშირე არ იცვლება. რიტმის წამყვანის მდებარეობის მიხედვით გამოყოფენ მის შემდეგ ფორმებს: წინაგულოვანი, ატრიოვენტრიკულური შეერთების და პარკუჭოვანი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook