პეპტიკური წყლული

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პეპტიკური წყლული – (ქირურგ.) ვითარდება კუჭის ლორწოვან გარსზე გასტროენტეროსტომიის და კუჭის რეზექციის შემდეგ. სიმპტომები, მიმდინარეობა: ტიპიური ტკივილები, რაც დაკავშირებულია საკვების მიღებასთან, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, წონაში დაკლება, ფარული სისხლდენა. მკურნალობა: მკაცრი დიეტა, საკვების რეგულარული მიღება, კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითება და ტკვილგამაყუჩებელი საშუალებები. კონსერვატიული მკურნალობის შედეგად ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook