ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მორვანის სინდრომი – (А. М. Morvan)1. გამოხატული ტროფიკული დარღვევების ერთობლიობა ხელებზე თითების დეფორმაციის სახით, ფალანგების თითქმის მოძრობამდე, ხელისგულების კანის გასქელებით, უმტკივნეულო პანარიციუმის წარმოქმნით; აღინიშნება სირინგომიელიის დროს; 2. ფეხების სპასტიკური დამბლა მგრძნობელობის დარღვევის გარეშე და მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლის გარეშე, რომელიც ვითარდება თანდაყოლილი სიფილისის მქონე ბავშვებში 4 – 12 წლის ასაკში; 3. ზოგადი კუნთოვანი სისუსტე, ფიბრილური ბიძგები, უპირატესად წვივის კუნთების, ვეგეტატიური დარღვევები (ოფლიანობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება) და ფსიქიკური მოშლილობები (დეპრესიული მდგომარეობები, შიშები, სუიციდალური ტენდენციები); აღინიშნება ზოგიერთი ინფექციური დაავადების, რევმატიზმის, ინტოქსიკაციების დროს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა