მორფოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორფოგენეზი – 1. (morphogenesis ბერძნ.morphe – ფორმა და genesis – წარმოშობა) ფორმის წარმოქმნა, ორგანიზმის ქსოვილთა და ორგანოების გარკვეული ფორმისა და სტრუქტურის განვითარება. მორფოგენეზის (ონტო – , ფილო – , პათოგენეზის, რეგენერაციის) ცნება შეიცავს ზრდის, დიფერენციაციის, პოლიმერიზაციის, ინტეგრაციის, განვითარების სხვა მრავალ პროცესს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2. მრავალუჯრედიანი ორგანიზმების სხეულის ფორმირების პროცესი, როგორც ონტოგენეზური, ასევე ფილოგენეზური განვითარების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა