ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
მორეციდივე დამბლა – (ლათ. Recidivus განახლებადი) პერიოდულად წარმოქმნილი ცენტრალური ან პერიფერიული დამბლა. მორეციდივე დამბლა წარმოადგენს რიგი დაავადებების სიმპტომს, რომელთა ძირითადი კლინიკური თავისებურებაა ტენდენცია ტალღისებრი მიმდინარეობისადმი. მორეციდივე დამბლის განვითარებას საფუძვლად უდევს ტვინის სისხლძარღვების სპაზმები და პარეზები, დემიელიზირებადი პროცესები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები ნერვ – კუნთოვან სისტემაში. პერიფერიული მორეციდივე დამბლა, წარმოქმნილი ქალა – ტვინის ტრავმის შედეგად, ხასიათდება პერიოდულად წარმოქმნილი თვალის მამოძრავებელი დარღვევებით, სახის ასიმეტიით, ბულბარული და სხვა დარღვევებით. ცენტრალური მორეციდივე დამბლა წარმოადგენს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის განმეორებითი, გარდამავალი დარღვევის, ასევე ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმის, შაკიკის ჰემიპლეგიური ფორმის გართულების ერთ – ერთ სიმპტომს. ცენტრალური ან პერიფერიული მორეციდივე დამბლა დამახასიათებელია გაფანტული სკლეროზის საწყისი სტადიისათვის; ცნობილია აგრეთვე ფსიქოგენურ – ფუნქციური ხასიათის მორეციდივე დამბლა, რომელიც გვხვდება ისტერიის დროს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა