პერინატალური ენცეფალოპათია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერინატალური ენცეფალოპათია – კრებითი ტერმინი თავის ტვინის ეტიოლოგიის მიხედვით სხვადასხვა ან წარმოშობის მიხედვით დაუზუსტებელი არაანთებითი დაზიანებების აღსანიშნავად, რომელიც ვითარდება ნაყოფში მშობიარობისას, ან მის წინა პერიოდში. მწვავე პერიოდში პერინატალური ენცეფალოპათია ვლინდება მომატებული ნეირორეფლექტორული აგზნებადობით, მოდუნებით, ადინამიით, ცნობიერების დათრგუნვით კომამდე, ეპილეფსიური შეტევებით. მსუბუქ შემთხვევებში სიმპტომები რეგრესირდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. მძიმე შემთხვევებში ფორმირდება მყარი ნევროლოგიური და ნეიროფსიქოლოგიური დარღვევები: ბავშვთა ცერებრული დამბლა, გონებრივი ჩამორჩენა, მეტყველების დარღვევები, ეპილეფსია, პროგრესირებადი ჰიდროცეფალია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook