პერიოსტიტი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერიოსტიტი – (ქირურგ.) ძვლისსაზრდელას ანთება, რომელიც ვითარდება ტრამვების, მიმდებარე ანთებითი კერიდან ინფექციის გადაცემის ან ჰემატოგენური გზით შორეული ანთებითი კერებიდან მისი (ინფექციის) გადატანის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილები დაზიანებული ძვლის მიდამოში, რომლებიც ძლიერდება ამ უბანზე ზეწოლის შედეგად. გასინჯვით აღინიშნება შეშუპება, პალპაციით – ძვლის ზედაპირის ხორკლიანობა და მტკივნეულობა. რენტგენოგრამაზე მოჩანს ძვლისსაზრდელას შესქელება, აშრევება და განბოჭკოება. მკურნალობა. დაზიანებული კიდურის სრული მოსვენება, ადგილობრივად – სითბო, მალამოს კომპრესები. ჩირქგროვის განვითარების შემთხვევაში – ოპერაცია (ძვლისსაზრდელას გაკვეთა და ჩირქგროვის გახსნა).  ძვლისსაზრდელას ანთებითი ცვლილებები: დამოუკიდებელი (სიფილისური პერიოსტიტი) ან ძვლების ანთებითი დაავადებების თანმხლები (ოსტეპმიელიტი, ოსტეოპერიოსტიტი).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook