პიკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პიკის დაავადება – (A. Pick, ავსტრიელი ექიმი) ტოტალური ჭკუასუსტობა მეტყველების დარღვევით; წარმოადგენს შუბლ – საფეთქლისმიერი დემენციის ვარიანტს. მიეკუთვნება ნერვული სისტემის მემკვიდრულ – დეგენერაციულ დაავადებებს. დაავადების გამოვლინება დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის ლოკალიზაციაზე. აღინიშნება მოდუნება, აპათია, ასპონტანობა, ემოციური მოყრუება, ფსიქიკური, მეტყველებითი და სამოძრაო აქტივობის გაღარიბება. დაავადების საბოლოო სტადიაში დამახასიათებელია ფსევდობულბური დამბლის სიმპტომები. ტერმინალურ სტადიაში ვითარდება კახექსია. საშუალოდ მიმდინარეობს 6 – 8 წლის განმავლობაში. მკურნალობა სიმპტომატურია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook