პოლიემბრიონია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლიემბრიონია – (პოლი… და ბერძნ. embryon – ჩანასახი) ცხოველებში, რამდენიმე ჩანასახის განვითარება ერთი ზიგოტიდან. პოლიემბრიონია შედეგია ადრეული ჩანასახის რამდენიმე ნაწილად გაყოფისა, უმეტესად – დაყოფის პროცესში ბლასტომერების ურთიერთდაცილებისა და თითოეული მათგანის დამოუკიდებელ ორგანიზმად განვითარებისა. პოლიემბრიონიით გაჩენილ ორგანიზმებს ერთი და იგივე გენომი აქვთ, რის გამოც ისინი სქესითა და ყველა ნიშნით იდენტური არიან (იხ. ტყუპები). ზოგი ცხოველისათვის ბუნებრივი პოლიემბრიონია ადაპტიური მიშვნელობის რეგულარული მოვლენაა (ე. წ. სპეციფიკური პოლიემბრიონია), უფრო ხშირად კი შემთხვევითია (ე. წ. სპორადული პოლიემბრიონია) და აღინიშნება ცხოველთა თითქმის ყველა ჯგუფში. პოლიემბრიონიით შეიძლება გაჩნდეს 2 – იდან რამდენიმე ასეულამდე ორგანიზმი. სპორადული პოლიემბრიონია აღენიშნება ადამიანსაც, რაც ”ერთკვერცხიანი ტყუპების” გაჩენის სახელითაა ცნობილი. ჩანასახების არასრული განცალკევებისას ჩნდება ერთიმეორეს შეზრდილი ორგანიზმები (მაგ., ე. წ. ”სიამის ტყუპები”). ლ. ნათაძე. [“1”] 2.  ერთი ზიგოტიდან რამდენიმე ჩანასახის განვითარების შემთხვევა. ამ დროს ჩნდებიან იდენტური ტყუპები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook