პოლიფენილოქსიდაზა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლიფენილოქსიდაზა – ბუნებაში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი ოქსიდორედუქტაზების კლასისა. პოლიფენილოქსიდაზას მოლ. მასა განსხვავებულია (მაგ. სოკოებში 34500 უდრის, ჩაის ფოთოლში – 144 ათასს). შეიცავს სპილენძს (0,2 – 0,3%). ი – დიფენოლების, აგრეთვე მონო – , ტრი – და პოლიფენილების ჟანგვითი რეაქციების კატალიზატორია, რის შედეგადაც წარმოიქმნება შესაბამისი ქინონები. პოლიფენილოქსიდაზა მონაწილეობას უნდა ღებულობდეს მცენარეული უჯრედების სუნთქვაში (მცენარეებში პოლიფენოლების უკუდაჟანგვა შუალედური რგოლია წყალბადის გადატანაში სუბსტრატიდან ჟანგბადზე). მონაწილეობს ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში მელანინების წარმოქმნაში. ლ. წაქაძე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook