პოსტოპერაციული თიაქარი

პოსტოპერაციული თიაქარი – (ქირურგ.) თიაქრის კარს წარმოადგენს მუცლის კედლის ოპერაციული განაკვეთის ერთმანეთს დაშორიშორებული კიდეები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ამობურცულობა ოპერაციული ნაწიბურის მთელ სიგრძეზე, ან მის გარკვეულ უბანში. თიაქრის პარკის ფორმები მრავალფეროვანია: მოგრძო, სფეროსებრი, გამოკვეთილი.

მკურნალობა – ყოველთვის ოპერაციულია. დიაგნოზის დასმისთანავე რეკომენდირებულია ოპერაცია. ბანდაჟების ტარება არამიზანშეწონილია. ამ უკანასკნელი მეთოდით (ან დამწოლი ნახვევით) განკურნება შესაძლებელია მხოლოდ იმ ახალშობილებში, რომელთაც აღენიშნებათ ჭიპის თიაქარი.

გაფრთხილება!  1. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი 2. თიაქარი