პოსტურალურიტაქიკარდია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტურალურიტაქიკარდია – სინდრომი, რომელიც ხასიათდება გულის რიტმის გახშირებით წუთ. – ში 30 დარტყმაზე მეტად (ჩვეულებრივ წუთში 120 დარტყმა) წამოდგომისას და რიტმის გაიშვიათებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაბრუნებისას. აღინიშნება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში, ხშირია ქალებში; მიმდინარეობს თავბრუსხვევით, თვალებში დაბნელებით, გულის ფრიალით, სუნთქვის გაძნელებით, შემცივნებით. სინდრომის მიზეზი შესაძლოა იყოს პოლინევროპათიები, რომელიც აზიანებს ვეგეტატიურ ბოჭკოებს, ჰიპოვოლემია, ვენური სისხლის მიმოქცევის გაძნელება ქვედა კიდურებში და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook