პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი – (ლათ. Post შემდეგ +hypophysis ჰიპოფიზი + ბერძ. Ektome გაკვეთა, ამოკვეთა) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ჰიპოფიზის ოპერაციული ან რადიოქირურგიული მოცილების შემდეგ. პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონული ფუნქციის სრული ან თითქმის სრული გამოვარდნით და ხასიათდება აპიტუიტარიზმის ან ჰიპოპიტუიტარიზმის გამოვლინებებით. პოსტჰიპოფიზექტომიის სინდრომი მოიცავს უშაქრო დიაბეტის, მეორადი ჰიპოკორტიციზმის, ჰიპოთირეოზის სიმპტომებს, ხშირად მიმდინარეობს კახექსიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook