პრემენსტრუალური სინდრომი

თურმანიძის მალამო

პრემენსტრუალური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვითარდება მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში და ვლინდება ნერვულ – ფსიქიკური, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვანი და ცვლითი ენდოკრინული დარღვევებით. ეს დარღვევები ვლინდება მენსტრუაციამდე 14 – 2 დღით ადრე და ქრება მისი დადგომისთანავე, ან პირველ დღეებში. ეტიოლოგია და პათოგენეზი სრულად შესწავლილი არ არის. სინდრომისათვს დამახასიათებელია ციკლურობა; მენსტრუალური ციკლის მერე ნახევარში აღინიშნება გაღიზიანებადობა, დეპრესია, მტირალობა, აგრესიულობა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება, ძილის დარღვევა, ტკივილების გულის არეში, ტაქიკარდია, ჰიპერთერმია, შემცივნება, წყურვილი, ქოშინი და სხვ.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook