პროგერია

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროგერია – (ბერძ. Progerus ნაადრევად დაბერებული; სინ.: ნაადრევი დაბერება) ორგანიზმის პათოლოგიური ნაადრევი დაბერება. განასხვავებენ პროგერიას ბავშვებსა და მოზრდილებში. პროგერია ბავშვებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. პათომორფოლოგიურად ყველაზე მეტი ცვლილებები აღინიშნება გულ – სისხლძარღვთა სისტემაში გენერალიზებული ათეროსკლეროზის სახით, კორონარული არტერიების თრომბოზით და მიოკადიუმის ინფარქტით, მიოკარდიუმის ფიბროზული ცვლილებებით; გარდა ამისა, აღინიშნება ცხიმისმაგვარი ნივთიერების ჩალაგება თავის ტვინში, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში, თირკმლებში, ღვიძლში, სასქესო ჯირკვლებში. ზოგიერთ ბავშვებში პროგერია ვლინდება 5 – 8 თვის ასაკში, სხვებში – 3 – 4 წლის ასაკში. მათ უმრავლესობაში დაავადება იწყება ფიზიკური განვითარების მკვეთრი შეჩერებით, კანისა და მისი დანამატების ცვლილებებით. კანი ხდება გამომშრალი, დანაოჭებული. თმები გათხელებულია, ხშირად ჭაღარაა, წარბები და წამწამები შეიძლება არ არსებობდეს; კანქვეშა უჯრედისი არ არსებობს. ყალიბდება ავადმყოფის დამახასიათებელი გარეგნობა. თავი შედარებით დიდია, სახე – ნიღბისებრი, გამოხატულია ეგზოფთალმი, კბილების ამოსვლა გვიანდება, ან საერთოდ არ ამოდის, კუნთები ატროფიული, მაგრამ მკვრივია. აღინიშნება ხერხემლის გულმკერდის ნაწილის კიფოზი, სასქესო ორგანოები განუვითარებელი, ინტელექტი დაქვეითებულია. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ავადმყოფები ცოცხლობენ 7 – დან 27 წლამდე, საშუალოდ 13 წლამდე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook