პროგრამირების ენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროგრამირების ენა – 1. Java – (ინტ.) – language Java კომპანია Sun Microsistems შემუშავებული პროგრამირების ინტერპრეტირებადი ენა, ობიექტებზე ორიენტირებული C++ენის მსგავსი სინტაქსისით. Java – მოქნილი, სრულფასოვანი პროგრამირების ენაა, თავსებადი ნებისმიერ პლატფორმაზე მომუშავე კომპიუტერის, Java – ინტერპრეტატორებით აღჭურვილ, ბრაუზერ – პროგრამებთან. ამ ენაზე შესრულებული მოკლე პროგრამები (აფლეთები) თავისუფლად მუშაობენ WWW – გარემოში და გამოიყენებიან მულტიმე დიის დინამიური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. Java – ს გამარტივებული ვარიანტი, JavaScript – ი, შესასწავლად ადვილი ავტონომიური ენაა, რომელიც HTML – ენის შესაძლებლობების გაფართოებისათვის გამოიყენება. 2 (ინტ.) programming language ხელოვნური ენები, რომელთა ალფაბეტი, გრამატიკა და სინტაქსი გამოიყენება კომპიუტერის მიერ გარკვეული მოქმედებების შესრულებისათვის საჭირო ინსტრუქციების შესადგენად. ასეთ ინსტრუქციებს საწყის კოდს უწოდებენ. საწყისი კოდების გადასაყვანად მანქანურ კოდებში, ენის დონიდან გამომდინარე, საჭიროა სპეციალური პროგრამა – ტრანსლიატორი ან კომპილატორი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook