პროტოკოლი TSP/IP (გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტის პროტოკოლი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროტოკოლი TSP/IP (გადაცემის მართვის პროტოკოლი/ინტერნეტის პროტოკოლი) – (ინტ.) – transmission control protocol / Internet protocol, TCP\IP ინტერნეტისათვის სპეციალურად შექმნილი პროტოკოლების ნაკრები, რომელიც გაერთიანებულ ქსელთა შორის კავშირის საფუძველს წარმოადგენს; მოიცავს კომპიუტერთა შორის კავშირის სტანდარტებს და შეთანხმებებს ქსელთაშორისი შეერთებებისა და შეტყობინებათა მარშრუტიზაციის შესახებ. პროტოკოლი TCP მონაცემთა დაუმახინჯებლად გადაცემისა და მიღების გარანტიას წარმოადგენს; IP პროტოკოლი ქსელის ფიზიკურ მისამართებს ლოკალურ IP მისამართებს ანიჭებს და მისი საშუალებით ხდება ქსელის სამი სამართო სივრცის ორგანიზაცია. პროტოკოლთა ნაკრებში ასევე შედიან: ფაილთა გადაცემის პროტოკოლი FTP, რომელიც ვებ – სივრციდან გამოსვლისა და სპეციალურ FTP – სერვერებში შეღწევის საშუალებას იძლე ვა, სადაც კონცენტრირებულია ტექსტური ფაილების უზარმაზარი რესურსები; ჰიპერტექსტის გადაცემის პროტოკოლი HTTP (იხ), და დომენური ადრესაციის პროტოკოლი DNS, რომელიც საშუალებას იძლევა მივმართოთ დომენურ კვანძებს, (ნაცვლად ციფრული IP – მისამართისა), სიმბოლური დომენური სახელების საშუალებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook