რაბდოსარკომა ბავშვებში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რაბდოსარკომა ბავშვებში – წარმოადგენს ბავშვებში რბილი ქსოვილების სარკომის  ყველაზე ხშირ ფორმას. განასხვავებენ 3 ჰისტოლოგიურ ვარიანტს: ემბრიონალური, ალვეოლარული და პოლიმორფული. ხშირია 2 – დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში შემდეგი თანამიმდევრობით: თავი და კისერი, წინამდებარე ჯირკვალი, შარდის ბუშტი და საშო. ჭაბუკობის ასაკში ამგვარი აგებულების ავთვისებიანი სიმსივნეები გვხვდება კიდურებზე, სათესლეებში და პარატესტიკულარულ ქსოვილში. მცირე ზომის სიმსივნეების დროს ატარებენ მათ ქირურგიულ ამოკვეთას. რაბდოსარკომები, განსაკუთრებით ემბრიონალური, მიეკუთვნება რადიომგრძნობიარე სიმსივნეებს, ამიტომ, სხივური თერაპია წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს კომბინირებული მკურნალობისა. ქიმიოპრეპარატებიდან ინიშნება კომბინაციაში ვინკრისტინი, ციკლოფოსფანი, დაქტინომცინი, ადრიამიცინი, ცისპლატინი. კომპლექსური მკურნალობის შედეგად (ოპერაცია, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია) 3 წლიანი გამძლეობა შეადგნს 60% – ს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook