რედემეკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რედემეკერის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია და სისხლის პროტეინების არასრულფასოვნება. დაავადება ვლინდება ძუძუმწოვარა ბავშვებში პიოდერმიით, ეგზემით, ჰემორაგიული დიათეზით, აგრეთვე სხვა ნიშნებით: ქრონიკული ოტორეით, ბრონქოპნევმონიით  –  მორეციდივე მენინგიტით, სპლენომეგალიით, ლეიკოციტოზით, თრომბოპენიით, ჰიპოგამაგლობულინემიით, ძვლის ტვინში  –  ინტერმიტირებული მეგაკარიოციტოპენიით. პროგნოზი ცუდია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook