ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
რევილის დაავადება – რევოლის სინდრომი. ესენციური ჰემორაგიული თრომბოციტემია. ჰიპერთრომბოციტული მიელოზი. ესენციური თრომბოციტემიისა და ჰემორაგიული დიათეზის შერწყმა. ნიშნები: სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან, სპლენომეგალია, თრომბოზები და თრომბოფლებიტები, ჰიპერპროტეინემია, ერითროციტოზი, თრომბოციტოზი, მეგაკარიოციტოზი. დაავადება ვლინდება ხანშიშესულთა ასაკში. სინონიმი: მორტენსენის სინდრომი. [“3”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა