რეზისტოგრაფია

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეზისტოგრაფია – (ლათ. resisto  –  ვეწინააღმდეგები და …გრაფია), სისხლის ნაკადისადმი სისხლძარღვების წინაღობის გაზომვის ექსპერ. – ფიზიოლოგიური მეთოდი. რეზისტოგრაფიის დროს ორგანო სისხლით მარაგდება რეზისტოგრაფის დახმარებით. არტერიული წნევის რეგისტრაციის გარდა იწერენ რეზისტოგრამას, ე. ი. სისხლის გვერდით წნევას იმ მილში, რომლითაც ტუმბოს მეშვეობით ხდება სისხლის მიწოდება. რეზისტოგრამაზე აღრიცხული საპერფუზიო წნევის ყველა რხევა პირდაპირპროპორციულია ორგანოს სისხლძარღვების შეკუმშვის (წინაღობის) ხარისხისა. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook