რესპირაციული დისტრეს – სინდრომი

  • თურმანიძის მალამოები

რესპირაციული დისტრეს – სინდრომი – 1. (ჰიალინური მემბრანების სინდრომი) – სურფაქტანტის (ზედაპირულ – აქტიური ნივთიერება, რომლითაც ამოფენილია ალვეოლები და რომელიც ხელს უშლის მათ შეწებებას) დეფიციტით გამოწვეული სინდრომი;  აზიანებს ძირითადად ახალშობილებს. ფილტვების მრავლობითი ატელექტაზების გამო ახალშობილს უვითარდება სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ჩავარდნა, ციანოზი. მკურნალობა – ჟანგბადოთერაპია, მძიმე შემთხვევებში ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია; ტრაქეაში შეჰყავთ ფილტვის სურფაქტანტი.

2.  სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მიმდინარეობს სუნთქვითი და მეტაბოლური აციდოზით და რომელიც უვითარდებათ ახალშობილებს დაბადების პირველივე საათებში. ვითარდება დიაფრაგმის, ფილტვების და გულის განვითარების მანკების, მუცელშიგა ინფექციების, სამშობიარო ტრავმისა და არაინფექციური პნევმოპათიების დროს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook