რეტრობულბური ნევრიტი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეტრობულბური ნევრიტი – (თვალის დაავ.) თვალბუდის უკან მხედველობის ნერვის ანთება ან დისტროფიული ცვლილებები. ეტიოლოგია. თვალბუდეზე ანთებითი პროცესები, მრავლობითი სკლეროზი, მეთილის სპირტით, ქინინით, პლაზმოციდით, ტყვიით, ეთილირებული ბენზინით მოწამვლა, ალკოჰოლურ – ნიკოტინური ინტოქსიკაცია. სიმპტომები. მხედველობა ქვეითდება ერთბაშად ან თანდათანობით. მწვავე მოწამვლებისას აღინიშნება სიბრმავე, სინათლეზე გუგების რეაქციების არარსებობა. ხშირად ვითარდება მხედველობის ველის ცენტრალური გამოთიშვა ან მისი კონცეტრირებული შევიწროება, მწვანე ფერზე საზღვრების შევიწროება. თვალის ფსკერი ჩვეულებრივ ნორმალურია, შორსწასულ შემთხვევებში – მხედველობის ნერვის ატროფია. დროული და სათანადო მკურნალობის პირობებში პროგნოზი საიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook