რიხტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რიხტერის სინდრომი – ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს პროგრესირებადი სიმსივნე, რომელიც მორფოლოგიურად წარმოდგენილია რეტიკულური უჯრედებით. გვხვდება აგრეთვე ჰოჯკინის დაავადების (იხ.) და რეტიკულოსარკომის დროს. კლინიკურად დამახასიათებელია ლოკალური ან გენერალიზებული მნიშვნელოვანი და სწრაფი ლიმფადენოპათიის განვითარება ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, როგორც გამწვავების, ისე რემისიის პერიოდში. ლიმფური კვანძები მკვრივი კონსისტენციისაა. აღინიშნება მაღალი ტემპერატურული რეაქცია, კახექსია, ზოგიერთ შემთხვევასი ჰემოლიზური ანემია, სიყვითლე. ლიმფური კვანძებიდან აღებულ ბიოპტატში მრავლადაა ატიპიური რეტიკულური უჯრედები. პროგნოზი ცუდია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook