სასულე – საყლაპავის ფისტულა

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასულე – საყლაპავის ფისტულა – მის განვითარებას უკავშირებენ ემბრიოგენეზის პერიოდში ე. წ. პირველადი ნაწლავის არასწორ დაყოფას სასუნთქ და საყლაპავის მილებად. ფისტულა მდებარეობს, როგორც წესი, მაღლა, ხერხემლის 1 – ლი მალის დონეზე. კლინიკური სიმპტომატიკა დამოკიდებულია ფისტულის დიამეტრზე. საკვების გადასროლისას საყლაპავიდან სასუნთქ გზებში წარმოიქმნება ხველის  და ციანოზის შეტევები ბავშვის კვების დროს, განსაკუთრებით მისი ჰორიზონტალური მდებარეობის დროს. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ბრონქოსკოპური გამოკვლევით. ფისტულა  მდებარეობს ტრაქეის უკანა გვერდით კედელზე, ბიფურკაციაზე რამდენადმე ზევით. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. დიაგნოსტიკის, ოპერაციის წინა და მის შემდგომ პერიოდებში რამდენიმე დღის განმავლობაში ბავშვს კვებავენ ზონდით, ატარებენ ასპირაციული პნევმონიის მკურნალობას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook