სასქესო ქრომატინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სასქესო ქრომატინი – (chromatinum sexuale) ქრომატინის 0,5 მკმ – მდე დიამეტრის მცირე სხეულაკი, რომელიც მდედრობითი ორგა­ნიზმის სომატური  უჯრედების ინტერფაზური ბირთვების 70 – 75% – შია. როგორც წესი, მამრობითი სქესის ინდივიდების უჯრედებში ის არ არის. დამტკიცებულია, რომ ეს სხეულაკი (ან სხეულაკები) წარმოიქმნება ჰეტეროპიკნოზურად შეცვლილი ზედმეტი X – ქრომოსომების (ერთი X – ქრომოსომას გარდა, რომელიც არაინაქტივირებული რჩება) მდგრადი სპირალიზაციის დროს. ვინაიდან სასქესო ქრომატინის სხეულაკი ბირთვში უფრო ხშირად ბირთვაკთან ახლოსაა, მას ზოგჯერ ბირთვაკის სატელიტსაც უწოდებენ. ტერმინი „სასქესო ქრომატინი“ შემოიღო ბარმა (1949), რომელმაც აღმოაჩინა უჯრედებს შორის სქესობრივი სხვაობა მათში X – ქრომოსომული სხეულაკების შემცველობის მხრივ. არცთუ იშვიათად, ჰეტეროპიკნოზურ X – ქრომოსომებს უწოდებენ აგრეთვე ბარის სხეულაკებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook