სასქესო ჯირკვლები

სასქესო ჯირკვლები – გონადები, საერთო სახელწოდება ადამიანისა და ცხოველთა ორგანოებისა, რომლებშიც ვითარდება და ყალიბდება გამეტები. ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების სასქესო ჯირკვლები შეიცავს ჰორმონების წარმომქმნელ ელემენტებსაც (იხ. სასქესო ჰორმონები), მაგრამ რამდენადაც გონადების მთავარი ფუნქცია სეკრეცის არ არის, სახელწ. სასქესო ჯირკვლები უმართებულოა. [“1”] 2.  შარდსასქესო სისტემის ორგანოები, რომლებიც ახდენენ სასქესო უჯრედების  – გამეტოციტების პროდუქციას. მამაკაცებში სასქესო ჯირკვლები წარმოდგენილია სათესლეებით, რომელშიდაც მწიფდება სპერმატოზოიდები, ხოლო ქალებში – საკვერცხეებით, რომელშიდაც მწიფდება კვერცხურედი. გენერაციული ფუნქციის გარდა სასქესო ჯირკვლებს გააჩნიათ აგრეთვე ენდოკრინული ფუნქციაც – გამოყოფენ სასქესო ჰორმონებს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook