ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
საფეთქელ – ქვედა ყბის ართრიტი – საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ანთებითი ან ანთებით – დისტროფიული დაავადება. ეტიოლოგია. ტრავმა, მათ შორის ოკლუზიური, ინფექცია, – ხშირად ზოგადი – რევმატიზმი, გონორეა, ქუნთრუშა, წითელა და ადგილობრივი – ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, ოტიტი, მასტოიდიტი და ა. შ. პათოგენეზი. ჰემატოგენურ – მეტასტაზური ან კონტაქტური ინფიცირება, ანთება სახსის კაფსულაში, შემდეგ ხრტილისა და მენისკის დესტრუქცია. სიმპტომები, მიმდინარეობა. მსუბუქ შემთხვევბში – ტკივილი, რომელიც ძლიერდება ყბის მოძრაობის დროს, მცირეოდენი შეშუპება ყურის წინა სახურის არეში; პალპაცია მტკივნეულია. ჩირქოვანი ანთების დროს – ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა ყურში, საფეთქელში, ტკივილის გამო შეუძლებელია პირის გაღება; მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება, ზოგჯერ ინტოქსიკაცია. ქრონიკული მიმდინარობის დროს ვლინდება უძრაობა, სახსრის ტკაცანი ყბის მოძრაობის დროს, უსიამოვნო შეგრძნებები. პერიოდულად აღინიშნება გამწვავებები.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა