საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საშვილოსნოსგარე ორსულობა (ექტოპიური ორსულობა) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი აღწევს განვითარების შესაბამის ფაზას და საშვილოსნოს ღრუში მოხვედრამდე ემაგრება,  – ყველაზე უფრო ხშირად – საშვილოსნოს მილების სხვადასხვა ნაწილს (მილოვანი ორსულობა). როგორც წესი, ეს უკავშირდება საშვილოსნოს მილების ანთებითი ხასიათის ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს მათი შეკუმშვის უნარის დარღვევით, სანათურის შევიწროებით, შეხორცებების წარმოქმნით და სხვ. მილოვანი ორსულობა წყდება (ჩვეულებრივ იგი გრძელდება 6 – 8 კვირა) მილის გაგლეჯვით, რის გამოც ვითარდება მწვავე მუცლის სურათი მუცლის ღრუში მასიური სისხლდენით. ზოგჯერ მწვავე გამოვლინებას წინ უძღვის ტკივილი მუცლის ქვევით და სისხლიანი გამონადენი სასქესო ორგანოებიდან. მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა (სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად), რაც შესაძლებელია ულტრაბგერითი გამოკვლევით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook