საშვილოსნოს ყელის ეროზია

საშვილოსნოს ყელის ეროზია (გინეკ.) საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ზედაპირული ეპითელიუმის დეფექტი. ეროზიების წარმოქმნა ვითარდება ყელის არხიდან პათოლოგიური გამონადენის ზეგავლენით, რომელიც იწვევს მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმის მაცერაციას და შემდგომ დესქვამაციას (სლუშჩივანიე).

სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება საშოდან ჩირქოვანი ან ლორწოვან – ჩირქოვანი გამონადენი. სარკეებით საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას ვლინდება ჰიპერემია გარეთა პირის გარშემო, ხშირად საშვილოსნოს ყელის უკანა ბაგეზე. ეროზიის ზედაპირი შესაძლოა იყოს გლუვი ან ხავერდოვანი, ზოგჯერ აღინიშნება შეხებით სისხლდენა.

დიაგნოზის დასმა ხდება სარკეებით საშვილოსნოს ყელის დათვალიერების საფუძველზე. აუცილებელია კოლპოსკოპიის ჩატარება, რომლის დახმარებითაც ირკვევა დამიზნებითი ბიოფსიის აუცილებლობა შემდგომში ჰისტოლოგიური გამოკვლევით.

საშვილოსნოს ყელის ეროზიის დიფერენცირება აუცილებელია საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, ტუბერკულოზისგან და სიფილისური წყლულებისგან.

ბმულებიგვერდი ,,თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო”

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook