სახსრის სეროზული ანთება

სახსრის სეროზული ანთება – (ქირურგ.)  აღინიშნება გონოკოკური, პნევმოკოკური ან შერეული ინფექციის ჩანერგვის შედეგად. ხდება სინოვიალური გარსის შესიება, შეშუპება, სახსრის ღრუში ჩნდება სეროზული გამონადენი.  სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილების სახსრის მიდამოში და მასში მოძრაობის შეზღუდვა. სახსრის კონტურები გადასწორებულია, აღინიშნება მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი შესიება, ტკივილის გამო მოძრაობის შეზღუდვა, პალპაციით – ფლუქტუაცია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

 

Share this...Share on Facebook
Facebook