სებორეული ეგზემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სებორეული ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) პროცესი ლოკალიზებულია სახის, თავის თმიანი ნაწილის, გულმკერდის, ბეჭთაშორის სამკუთხედის მიდამოში და უხშირესად აღენიშნებათ პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ცხიმოვანი სებორეით. ხასიათდება მოყვითალო – ვარდისფერი, წვრილი, წერტილოვანი, ცხიმოვანი რუხი – მოყვითალო ქერცლებით დაფარული ფოლიკულური კვანძების გამონაყრით. მოგვიანებით კვანძებიდან წარმოიქმნებიან ასევე მოყვითალო – ვარდისფერი, სხვადასხვა ზომის ფოლაქები, რომლებიც დაფარულნი არიან ცხიმოვანი ქერცლებით, შემდგომ ხდება ფოლაქების შერწყმა და უფრო დიდი ზომის კერების ფორმირება კუწუბისებური მოხაზულობით. სუბიექტურად ვლინდება უმნიშვნელო ქავილი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა