სექსუალური მოშლილობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სექსუალური მოშლილობები – სექსუალობის გამოვლინების ცვლილებები (სექსობრივი ლტოლვის მიმართულება და გამოხატულება, სქესობრივი აგზნების, ასევე ერექციის, ეაკულაციის და ორგზმის ხარისხი), რომლებიც გავლენას ახდენენ სექსუალურ ადაპტაცაზე; აღინიშნება როგორც ნერვულ – ფსიქიკური, ასევე სომატური დარღვევების დროს (მათ შორის უროლოგიური, ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური). ნერვულ – ფსიქიკური დარღვევები ხშირად წარმოადგენენ მიზეზს, რომლებიც იწვევენ მთელს სიპტომატიკას, და იმ დროსაც კი, როდესაც პირველადი სექსუალური დარღვევა განპირობებულია ხშირად ენდოკრინული ან  უროლოგიური ფაქტორებით, ძალიან ჩქარა ვითარდება ნევროტიზაცია, ღრმავდება მოშლის სიმძიმე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook