სითბური დაკვრა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სითბური დაკვრა – მწვავედ განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ორგანიზმის თერმორეგულაციის დარღვევით მასზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის ან ინფრაწითელი გამოსხივების (სითბური) ხანგრძლივი ზემოქმედებით; ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მომატებით, გაძლიერებული ოფლდენით, პულსისა და სუნთქვის გახშირებით, თავის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, ადინამიით, გულის წასვლით, ხოლო მძიმე შემთხვევებში  –  ფსიქომოტორული აგზნებით, კრუნჩხვებით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა