სიკარის სინდრომი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიკარის სინდრომი – (R. Sicard, ფრანგი ნევროპათოლოგი)ენა-ხახის ნერვის ნევრალგია. სინდრომი ხასიათდება უეცარი, შეტევითი, მწვავე, გამჭოლი ტკივილით რბილი სასის და ხახის ცალ მხარეზე, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს თვალში, ქვედა ყბის კუთხეში და კისრის შესაბამის ნახევარში. შეტევის დროს ჩნდება ყელში სიმშრალის შეგრძნება. შეტევები წარმოიქმნება მაგარი, ცხელი ან ცივი საკვების მიღებისას, ასევე ლაპარაკის, ხველის, ცემინების დროს. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე წამიდან 2 – 3 წუთამდეა. უმრავლეს შემთხვევაში სიკარის სინდრომს აქვს ქრონიკული მიმდინარეობა. დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია ეტიოლოგიაზე, ავადმყოფის ასაკზე და დაავადების ხანდაზმულობაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook