სინათლის მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სინათლის მიკროსკოპია – უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდი სხვადასხვა კონსტრუქციის სინათლის მიკროსკოპების მეშვეობით, რომლებშიც ობიექტის გასანათებლად გამოყენებულია ხილული სპექტრების სხივები. სინათლის მიკროსკოპებს აქვს 0,2 მკ რიგის ხედვის და მაქსიმალურად 1500 – ჯერ შესაძლებელი გადიდების უნარი. სინათლის მიკროსკოპიის სახესხვაობებია ფაზურ­კონტრასტული, ინტერფერენციული, ანოპტრალური, პოლარიზაციუ­ლი და ბნელი არის მიკროსკოპია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა