სინოვიომა

სინოვიომა – სიმსივნე, რომელიც წარმოქმნილია სახსრების სინოვიური გარსიდან, სინოვიური ბუდიდან და სასახსრე აბგიდან. კეთილთვისებიანი სინოვიომა გვხვდება იშვიათად, 20 – 40 წლის ასაკში.  ლოკალიზდება უმთავრესად მტევნის თითების მიდამოში და დაკავშირებულია სინოვიურ ბუდესთან. აქვს კვანძოვან – წილაკოვანი, ხშირად ინაკაფსულირებული მკვრივი წარმონაქმის სახე, დიამეტრით 1 – 2 სმ. ნაკლებმტკივნეულია, არ იწვევს ფუნქციონალურ დარღვევებს. მკურნალობა ოპერაციულია. ავთვისებიანი სინოვიომა (სინოვიური სარკომა) აღინიშნება ახალგაზრდა მამაკაცებში, უპირატესად ვითარდება ქვედა კიდურებზე, იშვიათად ზიანდება იდაყვის სახსარი და  მტევნის სახსრები. სიმსივნე საკმაოდ დიდი ზომისაა, აქვს უფორმო, შემოსაზღვრული მასის ფორმა, ხშირად გარშემორტყმულია ფსევდოკაფსულით. მეტასტაზირდება ჰემატოგენური, იშვიათად – ლიმფოგენური გზით. მკურნალობა ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

Share this...Share on Facebook
Facebook