სისხლის ჯგუფები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სისხლის ჯგუფები – 1. ერთი ბიოლოგიური სახეობის არსების სისხლის იმუნოგენეტიკური ნიშანი. ერთი სისხლის ჯგუფის მქონე არსებები განსხვავდებიან სხვა სისხლის ჯგუფის მქონეთაგან მათ ლეიკოციტებში, ერითროციტებში, სისხლის პლაზმაში, ქსოვილებსა და ბილოგიურად აქტიურ სითხეებში გარკვეული ანტიგენების არსებობით ან არარსებობით. სისხლის ჯგუფებს განსაზღვრავენ ჰემაგლუტინაციის რეაქციით.2. სისხლის ჯგუფები – იმუნოგენეტიკური ნიშნების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას იძლევა გამოვყოთ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ერითროციტებში შესაბამისი ანტიგენებისა და სისხლის პლაზმაში ანტისხეულების არსებობით ან არარსებობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook