სკლერედემა მოზრდილთა

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სკლერედემა მოზრდილთა – (-scleroedema adultorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)იშვიათი დერმატოზი, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ქსოვილის ინფექციურ – ტოქსიკურ ტროფიკულ დაზიანებასთან; ვლინდება დერმისა და კანქვეშა უჯრედისის შეშუპებითა და გამკვრივებით. ჩვეულებრივ, დერმატოზი ვითარდება გადატანილი მწვავე ინფექციური დაავადებების შემდეგ. დაავადება იწყება კანის შეშუპებადი, ცომისებრი შესქელებით, რომელსაც გააჩნია მკვეთრი საზღვრები. კანის დაზიანებული უბნების ფერი მოთეთრო – პერლამუტისებრი,  ან ცვლისებრ – მოყვითალოა. კანი ნაოჭებად ვერ იკრიბება, იგი მაგრდება; ხშირად პროცესსი იწყება თავისა და კისრის კანიდან, თანდათანობით ვრცელდება სახეზე; პროცესში შესაძლოა ჩაერთოს თვალების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსები, ასევე ენაც. ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნები და მტკივნეულობა არ აღინიშნება. დაავადება პროგრესირებს 2 – 4 კვირის განმავლობაში, გრძელდება 1 წლამდე და მეტი. დაავადება შესაძლოა დამთავრდეს სპონტანური გამოჯანმრთელებით; კანის ატროფული მოვლენები გადატანილი დერმატოზის შემდეგ არ აღინიშნება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook