სმის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სმის ცენტრი – 1. თავის ტვინის სტრუქტურების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ წყურვილისა და სმის რეაქციებს. სმის ცენტრის აგზნება და შეკავება განპირობებულია ორგანიზმის შინაგანი გარემოს ფიზ. – ქიმ. მდგომარეობით და სიგნალებით, რომლებიც მოემართებიან ექსტერო –  და ინტერორეცეპტორებიდან. სმის ცენტრის ცალკეული სტრუქტურები განლაგებულია ჰიპოთალამუსში, ლიმბურ სისტემაში, თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში. სმის ცენტრი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში. მისი ცალკეული სტრუქტურების დაზიანებამ შეიძლება გააძლიეროს წყურვილი (ჰიპერდიფსია) ან დათრგუნოს იგი (ჰიპო –  და ადიფსია). დიდი მნიშვნელობა აქვს ქერქულ ნაწილებს, სადაც ყალიბდება რთული რეფლექსური რეაქციები, რომლებიც არეგულირებენ წყლის შეღწევას ორგანიზმში. სმის ცენტრი მჭიდროდაა დაკავშირებული კვების ცენტრთან. [“1”]    2. სმის ცენტრი – წყურვილისა და სმის რეაქციების მარეგულირებელი, თავის ტვინის სტრუქტურების ერთობლიობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook