სტეროიდული ჰორმონები

თურმანიძის მალამო

სტეროიდული ჰორმონები – პოლიციკლური ნაერთების დიდი ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ მაღალი ბიოლოგიური აქტივობა და წარმოიქმნებიან ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საერთო წინამორბედისაგან – ქოლესტერინისაგან. სამედიცინო პრაქტიკაში მრავალი სტეროიდული ჰორმონი და მათი სინთეზური ანალოგები გამოიყენებიან როგორც სამკურნალო საშუალებები. მათი მნიშვნელოვანი საერთო თვისებაა უჯრედის ციტოპლაზმაში უშუალო შეღწევა, იქ უჯრედშიგა ცილა – რეცეპტორებთან ურთიერთქმედება და მათთან კომპლექსში ბირთვში გადასვლა. სტეროიდული ჰორმონებს მიეკუთვნება წარმოებულები: 1. პრეგნინის – პროგესტინები, კორტიკოსტეროიდები – გლუკოკორტიკოიდული ჰორმონი და მინერალოკორტიკოიდული ჰორმონი; 2. ანდროსტანის წარმოებულები – ანდროგენები; 3. ესტრანის – ესტროგენები; 4. ქოლესტანის  – ვიტამინ D3  – ის ჰორმონული ფორმები და მწერებისა და კიბოსნაირთა ჰორმონები – ეკდიზონები.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook