სუბიექტური

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სუბიექტური – (ფსიქოლოგია) 1. ადამიანისათვის, როგორც სუბიექტისათვის კუთვნილი. ამ გაგებით ადამიანებში ყველაფერი ფსიქიკური ობიექტურად არსებობს მხოლოდ როგორც სუბიექტური, ანუ, ინდივიდისათვის დამახასიათებელი არაა არავის გრძნობა, შეგრძნებები და სხვ. სუბიექტურია ყველანაირი ფსიქიკური მოქმედება – მათ რიცხვში ისიც, რომლის დროსაც ადამიანი ხსნის ობიექტურ რეალობას და რომელიც გამოიხატება ობიექტურ ჭეშმარიტებაში; 2. ობიექტისათვის არაადექვატური შემეცნება და მოქმედება, წინასწარაკვიატება,  ერთმხრივობა და ა. შ. ფსიქოლოგიური მეცნიერება შეისწავლის სუბიექტურის ობიექტურ კანონზომიერებებს, ორივე გაგებით. ყოველი ადამიანი, იყენებს რა სუბიექტურს ტერმინს პირველი მნიშვნელობით, ცდილობს გადალახოს სუბიექტური მის მეორე მნიშვნელობაში (მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება). მეცნიერებაში შემუშავებულია მეთოდების, მიდგომების, პროცედურების სისტემა, რომლებიც გამოიყენება სუბიექტივიზმის გადასალახავად ამ მეორე მნიშვნელობაში (იხ. ტრენინგი სოციალურ – ფსიქოლოგიური).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook