ტაუსინგ – ბინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტაუსინგ – ბინგის სინდრომი – (H. B. Taussing, ამერიკ. კარდიოლოგი; R. J. Bing, ამერიკ. ექიმი; სინ.: აორტის ტრანსპოზიცია და ფილტვის ღეროს მარცხენა პოზიცია)გულის თანდაყოლილი მანკი, რომლის დროსაც აორტა გამოდის მარჯვენა პარკუჭიდან, ხოლო ფილტვის ღერო ორივე პარკუჭიდან, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღლა მდებარე დეფექტის დროს. მანკის ძირითადი გამოვლინება განისაზღვრება ასეთ დროს შექმნილი ჰემოდინამიკის თავისებურებებით: სისხლი მარჯვენა პარკუჭიდან გადადის აორტაში, ასევე ფილტვის ღეროში. წნევა მარჯვენა პარკუჭში და აორტაში ერთნაირია, ხოლო მარცხენა პარკუჭში თანაბარია ან ნაკლებია მარჯვენა პარკუჭში არსებულ წნევაზე. აორტაში სისხლის გაჯერება ჟანგბადით ნაკლებია, ვიდრე ფილტვის ღეროში, რაც იწვევს სხვადასხვა ხარისხის ჰიპოქსემიას. ფილტვის ღეროს დიამეტრი მანკის დროს 2 – 3 – ჯერ მეტია აორტის დიამეტრზე. ბავშვები ტაუსინგ – ბინგის სინდრომის დროს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან განვითარებაში. აღენიშნებათ ციანოზი, დისტალური ფალანგების დეფორმაცია, გამოხატული ქოშინი. აუსკულტაციურად მოისმინება მეორე ტონის აქცენტი და პანსისტოლური შუილი; ეკგ – ზე აღინიშნება ელექტრული ღერძის მარცხნივ გადახრა, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია; მკურნალობა  – ქირურგიული.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook