ტვინის ინსულტი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინის ინსულტი – ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა. ეტიოლოგია, პათოგენეზი. უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადების და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებით და არტერიიტებით. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტვინის სიხლძარღვების მწვავე დაზიანება იყოფა 5 ჯგუფად: 1. ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევები; 2. ტვინის ინფარქტი; 3. ტვინის სისხლძარღვების ემბოლია; 4. სისხლჩაქცევა ტვინში; 5. სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა. გამოყოფენ ასევე ე. წ. მცირე ინსულტს, ან ინსულტს შექცევადი ნევროლოგიური დეფიციტით, რომლის დროსაც ყველა კეროვანი სიმპტომები ქრებიან 3 კვირაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook